Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფოლკსვაგენმა“ რუსეთიდან სრულად გასვლა დაადასტურა

ახალწარმოებული ავტომანქანები „ფოლკსვაგენის" ქარხნის სადგომზე კალუგაში. 30 მარტი, 2022 წელი
ახალწარმოებული ავტომანქანები „ფოლკსვაგენის" ქარხნის სადგომზე კალუგაში. 30 მარტი, 2022 წელი

გერმანიის საავტომობილო კონცერნმა, „ფოლკსვაგენმა“, დაადასტურა, რომ სრულად დატოვა რუსეთი.

ქალაქ ვოლფსბურგში დაფუძნებული კონცერნის ცენტრალური ოფისიდან გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ქალაქ კალუგაში მოქმედი ქარხანა იყიდა ადგილობრივმა ინვესტორმა.

„ფოლკსვაგენის“ ქარხანა შეისყიდა სავაჭრო ჯგუფმა Avilon-მა, რომელმაც ასევე გადაიბარა რუსეთის ყველა ფილიალის წილებიც.

არსებული ცნობით, შეთანხმება დაამტკიცა რუსეთის სამთავრობო უწყებამ. „ფოლკსვაგენმა“ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა, რომ რუსეთში საწარმოო პროცესი გაჩერდა.

XS
SM
MD
LG