Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ჰიროსიმაში "დიდი შვიდეულის" ფარგლებში შეხვედრებს გამართავს


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში, მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.

„იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება", - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.

ვოლიდიმირ ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ის ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება.

სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ინფორმაციას სააგენტო როიტერი გამოცემა „პოლიტიკოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

სამი ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ განცხადების გაკეთება იგეგმება ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ. როგორც გამოცემა იტყობინება, დახმარების ახალ პაკეტში შევა საარტილერიო ჭურვები, ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

XS
SM
MD
LG