Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ნოვოროსიისკისა და ბათუმის პორტებს შორის კომერციული რეისი არაა რეგულარული და სისტემატურად ხორციელდება


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: ბათუმის პორტი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან: ბათუმის პორტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს ბათუმისა და ნოვოროსიისკის პორტებს შორის გადაზიდვებთან დაკავშირებით და სომხური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სინამდვილესთან შეუსაბამოს“ და „ინტერპრეტირებულს“ უწოდებს. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“.

სააგენტოს თანახმად „აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება“.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. „რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის“.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

მანამდე სომხურმა საინფორმაციო სააგენტო "არმენპრესმა" გაავრცელა ინფორმაცია, ბათუმი-ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ.

XS
SM
MD
LG