Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ საზღვარი უკრაინულმა "საბოტაჟის ჯგუფმა" გადაკვეთა, უკრაინელები რუს პარტიზანებზე მიუთითებენ

სასაზღვრო პუნქტი ბელგოროდის ოლქში
სასაზღვრო პუნქტი ბელგოროდის ოლქში

რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, გრაივორონსკის ოლქში, გადავიდა უკრაინელთა "საბოტაჟის ჯგუფი", რომელიც რუსეთის ძალებმა მოიგერიეს.

პარალელურად, უკრაინული მედიასაშუალება Hromadske ციტირებს უკრაინის სამხედრო დაზვერვას, რომ თავდასხმა განახორციელა რუსეთის ორმა შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა" (RVC), რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებული. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო "როიტერსი".

ტელეგრამის არხი Baza, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის უშიშროებასთან, აქვეყნებს ჰაერიდან გადაღებულ ჩანაწერს, რომელიც თითქოს აჩვენებს სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ უკრაინულ დაჯავშნილ მანქანას.

ადგილიდან ცნობები შეწყდა დღის მეორე ნახევარში - მას მერე, რაც გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა საგანგებო რეჟიმი აამოქმედა, რითაც ხელისუფლებას საშუალება მიეცა, შეეზღუდა მოძრაობა და კომუნიკაციები.

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია.

XS
SM
MD
LG