Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეცანით, სად რა ხდება: 26 მაისის აღსანიშნად საქართველოს 16 ქალაქში ღონისძიებებია დაგეგმილი


თბილისი, რუსთაველის გამზირი
თბილისი, რუსთაველის გამზირი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ქვეყნის სხვადასხვა სახელმწიფო უწყება ამ დღისთვის 16 ქალაქში ღონისძიებებს მართავს.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყება დილის 11:00 საათზე - საქართველოს 10 რეგიონში და თბილისშიც წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG