Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰიტლერის ყოფილ სახლს ადამიანის უფლებებზე სემინარებისთვის გამოიყენებენ


ჰიტლერის ყოფილი სახლი ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში
ჰიტლერის ყოფილი სახლი ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში

ავსტრიის მთავრობა აპირებს ადამიანის უფლებებზე პოლიციელებისთვის სემინარების ჩასატარებლად ცენტრი გახსნას ყოფილი სასტუმროს შენობაში, სადაც ბავშვობის პირველი წლები გაატარა ნაცისტური გერმანიის მომავალმა ლიდერმა ადოლფ ჰიტლერმა. ამის შესახებ ავსტრიული ტელეარხი ORF2 იუწყება.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალაქ ინის ბრაუნაუში მდებარე შენობაში პოლიციის განყოფილების გახსნას აპირებდა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი საგანმანათლებლო მუზეუმ-ცენტრის გახსნას მოითხოვდნენ.

ავსტრიის შსს-ს მიერ შექმნილი საექსპერტო კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ „ჰიტლერის სახლი“ გამოყენებული უნდა იყოს „პოზიტიური სამუშაოსთვის“ და სწორედ ასეთი იქნება ადამიანის უფლებათა საკითხებზე ახალგაზრდა პოლიციელებისთვის სასწავლო სემინარები.

ყოფილი სასტუმროს შენობას, სადაც ადოლფ ჰიტლერი სამი წლის ასაკამდე ცხოვრობდა, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კულტურის ცენტრად იყენებდნენ. ომის შემდეგ შენობაში იყო ჯერ ბიბლიოთეკა, შემდეგ კი - სახელოსნო შშმ პირებისთვის. 2011 წლიდან შენობა დაკეტილი იყო.

2016 წელს, ავსტრიის მთავრობამ პარლამენტის მხარდაჭერით მიიღო შენობის ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება. ავსტრიის შსს შენობის დანგრევის გეგმას განიხილავდა, თუმცა, საბოლოოდ უარი თქვა, რადგან ის XVII საუკუნის არქიტექტურის ძეგლია და კანონი იცავს.

XS
SM
MD
LG