Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BBC: უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე. კიევი, 23 მაისი, 2023.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე. კიევი, 23 მაისი, 2023.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საეკლესიო კრებაზე მიიღო ახალ კალენდარზე გადასვლის გადაწყვეტილება.

ამიერიდან უკრაინაში ქრისტიანები შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ და არა ისე, როგორც ადრე - 7 იანვარს, იუწყება BBC Ukraine.

ამასთან დაკავშირებით იცვლება ზოგიერთი სხვა საეკლესიო დღესასწაულების თარიღებიც.

ახალი კალენდარი არ იმოქმედებს აღდგომასა და სამებაზე.

ახალ კალენდარზე საბოლოოდ გადასვლის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას 27 ივლისს მიიღებენ ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე, საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში. ამასთან, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ საკითხი ისედაც მოგვარებულია და ახალ კალენდარზე გადასვლა 1 სექტემბრიდან მოხდება.

თუმცა, სამრევლოები, რომლებიც უარს იტყვიან ახალი კალენდრის გამოყენებაზე, შეძლებენ ძველი თარიღების შენარჩუნებას.

მიტროპოლიტი ეპიფანე ხელისუფლებას მიმართავს სახელმწიფო რელიგიური დღესასწაულების თარიღების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით.

2022 წელს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ნება დართო თემებს, რომლებსაც სურდათ, რომ 25 დეკემბერს აღენიშნათ შობა.

XS
SM
MD
LG