Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა შეიძენს სარაკეტო სისტემას NASAMS


საილუსტრაციო ფოტო. სარაკეტო სისტემა NASAMS-ი
საილუსტრაციო ფოტო. სარაკეტო სისტემა NASAMS-ი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 285 მილიონი დოლარის ღირებულების სარაკეტო სისტემის, NASAMS-ის და მისთვის საჭირო დანადგარების მიყიდვას. ოფიციალურად უკვე ინფორმირებულია კონგრესი, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

აშშ-ის თავდაცვითი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ ვებსაიტზე 24 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინას რუსეთის სარაკეტო დარტყმებისგან დასაცავად გაძლიერება სჭირდება და მის მიერ NASAMS-ის შეძენა და ეფექტიანად გამოყენება გაზრდის უკრაინელი ხალხის და ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის პოტენციალს.

ნორვეგიულ-ამერიკული NASAMS-ი საშუალო რადიუსის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემაა, რომელიც განკუთვნილია საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად დაბალ და საშუალო სიმაღლეზე, ნებისმიერი ამინდის პირობებში. ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ უსასყიდლოდ, აშშ-ის სამხედრო დახმარების ფარგლებში, პირველი NASAMS-ი 2022 წლის შემოდგომაზე მიიღო.

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, უკრაინას უკვე აქვს 2 ასეთი სისტემა, აშშ სამხედრო დახმარების პაკეტით კიდევ 6-ს გადასცემს და მას შემდეგ, რაც კიევი ერთ სისტემას თავად შეიძენს, უკრაინას 9 NASAMS-ი ექნება.

XS
SM
MD
LG