Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სანქციები დაუწესა "ვაგნერის ჯგუფის" მეთაურს მალიში


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო

შეერთებულმა შტატებმა 25 მაისს სანქციები დაუწესა "ვაგნერის ჯგუფის“ ხელმძღვანელს მალიში და რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება დაადანაშაულა უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად სამხედრო აღჭურვილობის შეძენისა და რუსეთში გაგზავნის დაფარვის მცდელობაში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ივან ალექსანდრეს ძე მასლოვს, რომელსაც მალიში დაფუძნებული "ვაგნერის" გასამხედროებული ფორმირებების მეთაურად მოიხსენიებს, ბრალად სდებს მალის მთავრობის წარმომადგენლებთან მჭიდრო კოორდინაციას, ამ ქვეყანაში ჯგუფის განთავსების უზრუნველყოფის მიზნით, იტყობინება Reuters-ი.

"ვაგნერის" მაღალი რანგის წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზანია ამ ჯგუფის საერთაშორისო მოქმედების შეჩერება", - ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელის, ბრაიან ნელსონის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG