Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვედომოსტი“: რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავს კანონპროექტს სქესის შეცვლის სრული აკრძალვის შესახებ


რუსეთის სახელმწიფო დუმაში მომზადდა კანონპროექტი სქესის შეცვლის სრული აკრძალვის შესახებ, ამის შესახებ იტყობინება გამოცემა „ვედომოსტი“.

კანონპროექტის ავტორის, ვლადისლავ დავანკოვის (ფრაქცია „ახალი ხალხი“) წინადადებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ სქესის შეცვლა სამედიცინო პროცედურებით, თუ მათ ფსიქიკური დაავადების და ქცევითი დარღვევების დიაგნოზი დაუსვეს.

„ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც არ იძლევა სქესის შეცვლის საშუალებას პირველ რიგში ადამიანის მოთხოვნით და მოვამზადეთ გადაწყვეტილება სამედიცინო მეთოდებით სქესის შეცვლის აკრძალვის შესახებ“, - განაცხადა დავანკოვმა. დოკუმენტის ინიციატორის აზრით, რუსებს, რომლებმაც სქესი შეიცვალეს, უნდა აეკრძალოთ შესაბამისი ცვლილებების შეტანა პასპორტებსა და სხვა დოკუმენტებში, სამედიცინო ორგანიზაციის მიერ გაცემული სქესის ცვლილების მოწმობის გარეშე.

კანონპროექტი, როგორც გამოცემა განმარტავს, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში ჯერ არ არის წარდგენილი.

ამჟამად რუსეთში სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია ტარდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აქვს ფსიქიატრის ცნობა „ტრანსსექსუალის“ დიაგნოზით. საბუთებში სქესის აღმნიშვნელი მონაცემების შეცვლისთვის საჭიროა შემოწმების გავლა სამედიცინო კომისიაში, რომელშიც შედიან სექსოლოგი, სამედიცინო ფსიქოლოგი და ფსიქიატრი.

XS
SM
MD
LG