Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს


სალომე ზურაბიშვილი პოლიციის დღის ღონისძიებაზე. 31 მაისი, 2022 წ.
სალომე ზურაბიშვილი პოლიციის დღის ღონისძიებაზე. 31 მაისი, 2022 წ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიციას პროფესიულ დღეს ულოცავს. მისალოც ტექსტს პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ბრიუსელიდან აქვეყნებს, სადაც ევროპარლამენტში სიტყვით უნდა გამოვიდეს.

"უმნიშვნელოვანესია პოლიციის, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის როლი ევროპულ ქვეყანაში. ქვეყნის დემოკრატიულობა და მაშასადამე, ევროპულობა სწორედ ადამიანის უფლებებისა და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვით ფასდება. მადლობას ვუცხადებ ჩვენს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურისა და თავდადებისთვის!" - წერს პრეზიდენტი.

საქართველოში დღეს, 31 მაისს, პოლიციის დღე აღინიშნება.

XS
SM
MD
LG