Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზემო ლარსზე წყალდიდობის გამო „დაძაბული მდგომარეობაა“


დაზიანებულ მონაკვეთს ათვალიერებენ
დაზიანებულ მონაკვეთს ათვალიერებენ

ჩრდილოეთ ოსეთში წყალდიდობამ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, ფედერალური გზატკეცილი წაიღო. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის-ალანიის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სერგეი მენიაილომ განაცხადა.

ზემო ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალდიდობების სეზონის გამო საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა, გადაირეცხა ფედერალური გზატკეცილი. სახიფათო მონაკვეთი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მოვინახულეთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის - ბევრი რამ დამოკიდებულია თოვლის დნობის აქტივობაზე და ნალექის ოდენობაზე", - წერს მენიაილო თავის Telegram-ის არხზე.

მისივე თქმით, 2023 წელს წვიმებისა და თბილი ამინდის გამო მდინარე ტერეკში წყლის დონემ მოიმატა.

ამ გზას როსავტოდორი ემსახურება, ერთად ვატარებთ პრევენციულ ზომებს. ნაპირს ბლოკებით ვამაგრებთ, მუშაობს საავარიო სამსახურები. ვაკვირდებით სიტუაციას. სპეციალისტების შეფასებით, მიმდებარე დასახლებებს საფრთხე არ ემუქრება“, - დასძინა რეგიონის ხელმძღვანელმა.

საზღვრის ქართულ მხარეს რაიმე სახის სირთულეების შესახებ ცნობა არ ვრცელდება.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 29 მაისს, საღამოს, ჩრდილოეთ ოსეთში, სოფელ ნოგირსა და მიხაილოვსკოეს შორის, მდინარე ტერეკზე არსებულ ხიდის საყრდენი ჩამოირეცხა. შედეგად ჩამოინგრა ხიდის ნაწილი, არავინ დაშავებულა. გადაწყდა ხიდის დემონტაჟი და მის ადგილას ახლის აშენება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG