Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წერეთლის გამზირზე, რეაბილიტაციის გამო ამოთხრილ ორმოში, ადამიანი ჩავარდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

თბილისში, წერეთლის გამზირზე, რეაბილიტაციის გამო ამოთხრილ ერთ-ერთ ორმოში ადამიანი ჩავარდა. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

კაცი "გერმანულ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის შესახებ ვიდეომასალა ფეისბუკში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ მინიმუმ ერთი მხრიდან მაინც, ამ ორმოს თვალსაჩინოებისთვის ლითონის ჯებირი ჰქონდა შემორტყმული. ორმო დაახლოებით ოთი მეტრი სიღრმის არის.

"უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველა ზომაა მიღებული, რომ გადაადგილების კუთხით ადამიანებს არ ჰქონდეთ პრობლემა. ვიცი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. გეცოდინებათ ისიც, რომ ეს სივრცე შემოღობილი იყო. მე არ ვიცი ამ ადამიანის მდგომარეობა - იყო თუ არა ნასვამი", - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოგვიანებით.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 19 აპრილს, გვიან ღამით დაიწყო. თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გამზირის რეაბილიტაცია მომავალი წლის იანვარში დასრულდება.

XS
SM
MD
LG