Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევზე რაკეტებით და დრონებით თავდასხმა იყო


კიევზე სარაკეტო შეტევა იყო 1 ივნისსაც
კიევზე სარაკეტო შეტევა იყო 1 ივნისსაც

უკრაინაში დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმის გამო გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომელიც ღამის პირველ საათზე უკრაინის სამხრეთ ოლქებიდან დაიწყო, შემდეგ კიევზე გავრცელდა და ღამის სამი საათისთვის მოიცვა უკრაინის ყველა ოლქი.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ უკრაინის დედაქალაქზე შეტევა მიიტანა ფრთოსანი რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე და მის გარშემო აღმოაჩინეს და გაანადგურეს 30-ზე მეტი ობიექტი. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი თავდასხმისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 15 ფრთოსანი რაკეტა და ირანული წარმოების 18 უპილოტო საფრენი აპარატი. გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა და დრონი გაანადგურეს.

კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა 1 ივნისსაც, მაისის განმავლობაში კი, უკრაინის დედაქალაქზე 20-მდე თავდასხმა იყო.

XS
SM
MD
LG