Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ომს, სულ მცირე, 500 ბავშვი ემსხვერპლა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 ივნისს განაცხადა, რომ, სულ მცირე, 500 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ უკვე 16 თვის განმავლობაში წარმოებულ ომს.

ზელენსკი ამ მონაცემით გამოვიდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი ბოლო საჰაერო დარტყმისას დაღუპული ორი წლის გოგონას სხეული იპოვეს.

"რუსული იარაღი და სიძულვილი უკრაინელ ბავშვებს კვლავაც ყოველდღიურად ართმევს სიცოცხლეს და უნგრევს ცხოვრებას", - წერს პრეზიდენტი თავის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG