გერმანია ემზადება ნატოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო წვრთნის მასპინძლობისთვის, რაც იქნება ძალის დემონსტრირება, რომელმაც შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს როგორც მოკავშირეებზე, ისე პოტენციურ მტრებზე, მაგალითად, რუსეთზე, აცხადებენ გერმანიის და აშშ-ის ოფიციალური პირები.
წვრთნა სახელწოდებით Air Defender 23 მომავალ კვირაში დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ 25 სახელმწიფოს 10 000 სამხედრო და 250 სამხედრო თვითმფრინავი, რომლებიც უპასუხებენ ნატოს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის სიმულაციას.
წვრთნა, რომელსაც გერმანია უხელმძღვანელებს, 2018 წლიდან იგეგმება, თუმცა გასულ წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ნატოს უბიძგა უფრო აქტიურად მოემზადოს თავის ტერიტორიაზე პოტენციური შეტევის მოგერიებისთვის.