Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: უკრაინის ძალები წინ მიიწევენ ბახმუტის არეალში


უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ფრონტის ხაზთან
უკრაინელი სამხედროები ბახმუტის ფრონტის ხაზთან

უკრაინის ძალებმა მოიგერიეს რუსეთის ათამდე შეტევა დონეცკში, აცხადებს უკრაინის არმია 7 ივლისს იმ ფონზე, როცა უკრაინის მხრიდან კონტრშეტევის მოლოდინის პარალელურად, როგორც ჩანს, შეტაკებები უკრაინის აღმოსავლეთში ინტენსიფიკაციას განიცდის.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ძალები შეაქო, მისი თქმით, წინსვლისთვის ბახმუტის არეალში, რომელიც უკვე თვეებია, ბრძოლის ეპიცენტრს წარმოადგენს დონბასში.

"დღეს მინდა ვიზეიმო ჩვენი გმირები ბახმუტის ფრონტზე... ყოჩაღ, ჯარისკაცებო... გმადლობთ! გმადლობთ წინსვლისთვის!" - ამბობს ზელენსკი საღამოს ვიდეომიმართვაში.

XS
SM
MD
LG