Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყირიმის ოქროს არტეფაქტების უკრაინისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება


ამსტერდამში, ალარდ პირსონის მუზეუმში, მოწყობილი გამოფენა "ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები". 2014 წელი
ამსტერდამში, ალარდ პირსონის მუზეუმში, მოწყობილი გამოფენა "ოქრო და შავი ზღვის საიდუმლოებები". 2014 წელი

ჰოლანდიის უზენაესმა სასამართლომ 9 ივნისს ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყირიმის უძველესი ოქროს არტეფაქტები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს. ამით სასამართლომ დაასრულა ხანგრძლივი იურიდიული პროცესი.

არტეფაქტები ჰოლანდიაში, ალარდ პირსონის მუზეუმში, იყო გამოფენილი, როცა 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. მათ დაბრუნებას ითხოვდნენ როგორც უკრაინა, ისე რუსეთის მიერ კონტროლირებული ყირიმის მუზეუმები.

"ამ გადაწყვეტილებით უთანხმოება დასრულდა. ალარდ პირსონის მუზეუმმა სახელოვნებო ძვირფასეულობა უნდა დაუბრუნოს უკრაინის სახელმწიფოს და არა ყირიმის მუზეუმებს", - ნათქვამია განაჩენში.

XS
SM
MD
LG