Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონსონმა დათმო კანონმდებლის მანდატი, ბრიტანეთის პარლამენტის შეცდომაში შეყვანისთვის სანქციების საფრთხის გამო


ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ თმობს პარლამენტარის მანდატს, მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ პარლამენტის შეცდომაში შეყვანის გამო სანქციები დაეკისრება.

ჯონსონმა პარლამენტი დატოვა 9 ივნისს, მას მერე, რაც მიიღო შედეგები კანონმდებლების მიერ ჩატარებული გამოძიებისა, რომელიც მიემართებოდა ჯონსონის მიერ პარლამენტის წინაშე შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას პანდემიის პერიოდში "ლოკდაუნის" წესების დარღვევით ჩატარებული რამდენიმე თავყრილობის შესახებ.

გავრცელებულ განცხადებაში ჯონსონი ოპონენტებს მისი გაძევების მცდელობაში სდებს ბრალს.

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ჯონსონი 2022 წელს გადადგა, მრავალი სკანდალის ფონზე - თუმცა რჩებოდა პარლამენტის წევრად.

მანამდე, 9 ივნისს, ჯონსონის ათობით მოკავშირემ ჯილდოები მიიღო მეფე ჩარლზ მესამისგან, რაც კრიტიკოსებმა კრონიზმის გამოვლინებად მიიჩნიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG