Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარაში აფეთქება მოხდა რაკეტების ქარხანაში, ხუთი ადამიანი დაიღუპა


საილუსტრაციო ფოტო: თურქეთის სარაკეტო ძალების დემონსტრირება სამხედრო აღლუმზე. ანკარა, 30 აგვისტო, 2013.
საილუსტრაციო ფოტო: თურქეთის სარაკეტო ძალების დემონსტრირება სამხედრო აღლუმზე. ანკარა, 30 აგვისტო, 2013.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქება მოხდა ქარხანაში, რომელიც რაკეტებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი მუშა. ადგილობრივი მედია „ბევრი მსხვერპლის“ შესახებ იუწყება. აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საწარმო მდებარეობს ელმადაგის რაიონში, საცხოვრებელი უბნებიდან შორს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი ქარხნის თავზე კვამლი დაინახეს. CNN-ი იტყობინება, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.

ანკარის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა, რომ აფეთქება შესაძლოა გამოწვეული იყოს დინამიტის წარმოებისას მომხდარი ქიმიური რეაქციით, თუმცა ოფიციალური განცხადებები ინციდენტის მიზეზებზე მოგვიანებით გაკეთდება.

XS
SM
MD
LG