Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა 15 წლის გოგო, რომელიც ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა


მრავალსართულიანი კორპუსი ბათუმში, სადაც შემთხვევა მოხდა
მრავალსართულიანი კორპუსი ბათუმში, სადაც შემთხვევა მოხდა

15 წლის მოზარდი ბათუმის ჰოსპიტალ "ბაუში" გარდაიცვალა. კლინიკაში, სადაც გოგო წუხელ დაახლოებით პირველ საათისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა, რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მას მრავლობითი დაზიანება და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა.

„ოპერაცია ვერ ჩატარდა და მალევე გარდაიცვალა. დაზიანებული ჰქონდა თავი, აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა, შიდა ორგანოების დაზიანებები“, - თქვა ჰოსპიტალ "ბაუს" პიარმენეჯერმა ცირა აბულაძემ.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თვითმხილველების თანახმად, შემთხვევა 11 ივნისს ღამით, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. ლორიასა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის, სავარაუდოდ, მე-17 სართულიდან მათ ადამიანის გადმოვარდნა დაინახეს.

„დავინახე მოპირდაპირე კორპუსში როგორ დაეცა ადამიანი მეათე სართულის აივნის გადახურვას, შემდეგ კი გადავარდა და ქუჩაში მდგარ ავტომობილის სახურავზე დაეცა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თვითმხილველმა

XS
SM
MD
LG