Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

415 000 დოლარი შეგროვდა რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მარათონზე

"სოლიდარობის მარათონის" ილუსტრაცია
"სოლიდარობის მარათონის" ილუსტრაცია

34,5 მილიონი რუსული რუბლი, ანუ 415 000 ამერიკული დოლარი შეგროვდა ტელემარათონზე, რომელიც 12 ივნისს რუსეთის რამდენიმე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ ჩაატარა პოლიტიკური პატიმრების და რუსეთის იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებიც ღიად გმობენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ამ ინფორმაციას მარათონის ორგანიზატორები ავრცელებენ.

ორგანიზატორების თქმით, მათ სურთ აჩვენონ, რომ რუსეთის ყველა მოქალაქე არ ეთანხმება მოსკოვის აგრესიას მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ.

მოსკოვში ღონისძიება 12 ივნისს დაიწყო დილის 9 საათზე და საღამოს 10 საათამდე გაგრძელდა - 12 ივნისს რუსეთში "რუსეთის დღე" აღინიშნება, სახელმწიფო დღესასწაული, რომელიც უკავშირდება 1990 წელს რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

XS
SM
MD
LG