Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს


სამძებრო სამუშაოები ბათუმში ზღვაში
სამძებრო სამუშაოები ბათუმში ზღვაში

ბათუმში, აკვაპარკის სიახლოვეს ზღვაში, მაშველებმა მოზარდი ბიჭის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

წინასწარი ინფორმაციით მაშველებმა სამძებრო სამუშაოები მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინების საფუძველზე დაიწყეს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით. მოზარდი ბათუმელია და სავარაუდოდ, ზღვაში ცურავდა.

XS
SM
MD
LG