Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: უკრაინის არმიამ, შესაძლოა, დროებით შეაჩეროს იერიშები


უკრაინის არმიის ტანკი ბახმუტის მახლობლად. 17 ივნისი, 2023.
უკრაინის არმიის ტანკი ბახმუტის მახლობლად. 17 ივნისი, 2023.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის მორიგ ანგარიშში ვარაუდობს, რომ უკრაინის არმია იერიშში პაუზას გააკეთებს ან უკვე გააკეთა ის, რათა ხელახლა შეაფასოს თავისი ტაქტიკა.

ISW-ის ანალიტიკოსები ამ ვარაუდს ამყარებენ ესტონეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ მარგო გროსბერგის სიტყვებით და Wall Street Journal-ის 17 ივნისის პუბლიკაციით, რომელშიც ასევე იყო საუბარი ბოლო დღეებში უკრაინის იერიშის შეჩერებაზე.

„ეს ანგარიშები ემთხვევა ISW-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ დაკვირვებებს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში ლოკალური კონტრშეტევების მასშტაბზე და მათ მიმართ უკრაინელების მიდგომაზე“, - წერს ISW.

როგორც ანგარიშის ავტორები წერენ, ისინიც და სხვა ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ უკრაინის არმიას ბრძოლაში ჯერ არ გამოუყენებია თავისი რეზერვების დიდი ნაწილი.

„ოპერატიული პაუზები ჩვეულებრივი მოვლენაა დიდ შეტევებში და ეს პაუზა არ ნიშნავს უკრაინის კონტრშეტევის დასრულებას“, - მიიჩნევს ISW.

ამავე დროს, ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინულმა შენაერთებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში განაგრძეს შეტევები ფრონტის ოთხ მონაკვეთზე და ზოგან გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. ISW იმოწმებს მხარეთა განცხადებებს და გეოლოკაციურ კადრებს.

მარგო გროსბერგმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა არა იერიშების შეჩერებაზე, არამედ იმაზე, რომ ამჟამინდელი შეტევები, მისი აზრით, არის მხოლოდ მცირე ძალებით რუსეთის თავდაცვის მოსინჯვა და რომ დიდი იერიში მინიმუმ ერთი კვირა არ დაიწყება.

XS
SM
MD
LG