Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

General Electric-მა რუსეთში გაზის ტურბინების მომსახურება შეწყვიტა


აშშ-ის გაფართოებული სანქციების ძალაში შესვლის შემდეგ, 19 ივნისიდან ამერიკულმა კომპანია General Electric-მა შეწყვიტა რუსეთის თბოელექტროსადგურებში დამონტაჟებული საკუთარი წარმოების გაზის ტურბინების მომსახურება.

გაზეთ "კომერსანტის" თანახმად, GE-მ რუსეთში ტურბინის მონიტორინგის სისტემაზე წვდომა დახურა, პერსპექტივაში კი შესაძლოა თავისი ტურბინებისათვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებაც შეწყვიტოს.

რუსეთის ენერგეტიკულ სისტემაში GE-ის გაზის ტურბინების საერთო სიმძლავრე შეადგენს 5 გიგავატს, ხოლო ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე - 8 გიგავატს. მომსახურების შეწყვეტა ყველაზე კრიტიკულია ისეთი ძლიერი მოდელებისთვის, რომლებიც სურგუტის, შატურისა და შუა ურალის ჰიდროელექტროსადგურებშია.

კომპანია General Electric-მა გაზის ტურბინების მომსახურება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტი შევიდა ძალაში, რომელიც ამერიკულ კომპანიებს რუსეთში ვინმესთვის საინჟინრო მომსახურების გაწევას უკრძალავს.

მოსალოდნელია დასავლელი კოლეგების თანამშრომლობის სრულად შეწყვეტის გადაწყვეტილება, იუწყება „კომერსანტი“. ისინი განიხილავენ რუსეთში სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების წარმოების ლოკალიზების შესაძლებლობას. კერძოდ, "ინტერ რაოს" აქვს ერთობლივი საწარმო GE-სთან, სახელწოდებით "რუსული გაზის ტურბინები".

შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ჯერ არ დაუწესებიათ სანქციები, რომლებიც პირდაპირ კრძალავს გაზის ტურბინების კომპონენტების მიწოდებას რუსეთისთვის.

XS
SM
MD
LG