რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ხელისუფლება რკინიგზის „დაზიანების“ შესახებ იუწყება. მოსკოვის მიერ ყირიმის ე.წ. მეთაურად დანიშნული სერგეი აქსიონოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქალაქ ფეოდოსიის რაიონში დაზიანებულ რკინიგზაზე მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია.
აქსიონოვი მიზეზს არ ასახელებს, თუმცა წერს, რომ არავინ დაშავებულა და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ანექსირებული ყირიმის რკინიგზაზე აფეთქებები მოხდა 11 ივნისს და 18 მაისს.
უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის მიერ 2014 წლიდანაა ანექსირებული.