Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი იმეორებს, რომ ვერ ხედავს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივების საფუძველს

დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი
დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესმდივანი

კრემლმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვერ ხედავს საფუძველს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებისთვის და დასძინა, რომ თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არ იყო სწორად განხორციელებული.

ჟურნალისტებთან საუბარში კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გაერო იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ, "სამწუხაროდ, ისინი ვერ ახერხებენ საჭირო გავლენის მოხდენას კოლექტიური დასავლეთის ქვეყნებზე იმისთვის, რომ შესრულდეს რუსული მხარის მოთხოვნა შეთანხმებაში".

პესკოვს მხედველობაში ჰქონდა რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების სია, მათ შორის იმ პირობების მოხსნა, რომლებსაც მოსკოვი აღიქვამს წინაღობად თავისი მარცვლეულის და სასუქების ექსპორტისთვის.

XS
SM
MD
LG