Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორელი: მიღწეულია შეთანხმება კოსოვოს ჩრდილოეთში ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისა და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრისას. 27 თებერვალი, 2023 წელი
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჟოზეპ ბორელი კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტისა და სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრისას. 27 თებერვალი, 2023 წელი

ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება კოსოვოს ჩრდილოეთში, სერბული უმრავლესობით დასახლებულ არეალში, ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ, რათა განიმუხტოს დაძაბულობა პრიშტინასა და ბელგრადს შორის.

კრიზისიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით, ბორელმა მოლაპარაკება გამართა ორივე მხარის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე - ის შეხვდა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ალბინ კურტის და სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს.

მან 22 ივნისს მოუწოდა სერბულ მხარეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამი კოსოვოელი პოლიციელი, რომლებიც ამ თვის დასაწყისში დააკავა სერბეთმა გაურკვეველ ვითარებაში.

„შევთანხმდით ახალი არჩევნების საჭიროებაზე. თვითნებური დაკავება და პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა მიუღებელია, - დაწერა ბორელმა ტვიტერით, - სერბეთში დაკავებული სამი პოლიციელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პირობების გარეშე.“

დაძაბულობა კოსოვოში გამწვავდა მაისში, როცა სერბებით დასახლებულ არეალებში მერებად ეთნიკური ალბანელები დანიშნეს.

კოსოვო სერბეთის ყოფილი ოლქია, რომელმაც ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა 2008 წელს. საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ ოლქის დამოუკიდებლობა აღიარა.

XS
SM
MD
LG