Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატოს სამიტამდე შვედეთი და თურქეთი ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ივლისში ვილნიუსში დანიშნულ ნატოს სამიტამდე შვედეთი და თურქეთი ბრიუსელში გამართავენ მაღალი დონის შეხვედრას, შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 26 ივნისს.

"შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები, სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელები და ეროვნული უშიშროების სფეროს მრჩევლები. მიზანი იქნება პროგრესის მიღწევა ნატოში შვედეთის გაწევრიანების საკითხზე", - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ვილნიუსში ვიზიტისას.

XS
SM
MD
LG