რუსეთში გამოკითხულთა თითქმის ნახევარს სჯერა, რომ არსებობს საიდუმლო „მსოფლიო მთავრობა“. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევით, გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ფარული „მსოფლიო მთავრობის“ არსებობა რეალობაა და არა მითი. პირიქით ფიქრობს 36%.
„მსოფლიო მთავრობის“ არსებობაში დარწმუნებულთა 25% მიიჩნევს, რომ ის, ძირითადად, ოლიგარქებისა და მილიარდერებისგან შედგება. მეორე ყველაზე პოპულარული პასუხია ამერიკელები და შეერთებული შტატების მთავრობა(19%). მას მოსდევენ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი 7-7%-ით და ზოგადად, დასავლეთის სახელმწიფოები - 5%.
გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ „საიდუმლო მთავრობის" მთავარი მიზანია მსოფლიო ბატონობა და კონტროლი. 19%-მა მიზნად დაასახელა რუსეთის დაპყრობა/განადგურება. მესამე ყველაზე პოპულარული პასუხია პლანეტის მცხოვრებთა რაოდენობის შემცირება(15%).