Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში არეულობის მეხუთე ღამეს ასობით ადამიანი დააპატიმრეს


მღელვარება საფრანგეთში, 2023 წლის ივლისი
მღელვარება საფრანგეთში, 2023 წლის ივლისი

500-მდე ადამიანი დააპატიმრეს საფრანგეთის მასშტაბით არეულობის მეხუთე ღამეს. მღელვარება, რომელიც ზოგ შემთხვევაში ძალადობრივია, მოჰყვა პოლიციელის მიერ პარიზის შემოგარენში 17 წლის მოზარდის მოკვლას.

პოლიციის განცხადებით, 1-დან 2 ივლისის ღამეს დააპატიმრეს სულ მცირე 486 პირი, თუმცა ძალადობის დონე, როგორც ჩანს, იკლებს იმ ფონზე, როცა ქუჩებში 45 000-ზე მეტი პოლიციელია გაყვანილი.

მღელვარების გამო პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადადო გერმანიაში ვიზიტი, რომელიც 2 ივლისს უნდა დაწყებულიყო.

თინეიჯერი, რომელიც პოლიციამ 27 ივნისს მოკლა, 1 ივლისს დაკრძალეს.

XS
SM
MD
LG