Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი: საქართველოს მთავრობას არ სჯერა ნატოს წევრობის


ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი. ტალინი, 4 ივლისი, 2023.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი. ტალინი, 4 ივლისი, 2023.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის თქმით, ევროპაში არსებული „რუხი ზონები“ კონფლიქტებისა და ომების წყაროა. ამ რეგიონების ნატოში გაწევრიანება გააქრობდა ასეთ ზონებს. ამის შესახებ კალასი ტალინში ესაუბრა რადიო თავისუფლების სპეციალურ კორესპონდენტს.

კალასმა ერთ-ერთ ასეთ ზონად საქართველო დაასახელა. ამასთან, საქართველოზე საუბრისას მან თქვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თბილისისგან რეფორმების გატარებას მოელიან.

რა განსხვავებაა საქართველოსა და უკრაინას შორის? ვფიქრობ, საქართველო არის იქ, სადაც უკრაინა იყო წლების წინ, როდესაც ნარინჯისფერი რევოლუცია მოხდა, ასე რომ, ისინიც ფართოდ მიიჩნევენ საკუთარ მომავლად ევროპას [ევროკავშირს]. მაგრამ ეს ასევე მოითხოვს რეფორმებს მათი მხრიდან“, - თქვა კაია კალასმა.

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, ნატოსკენ მიმავალ გზაზე რატომ დაშორდნენ ერთმანეთს უკრაინა და საქართველო, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ, როგორც ჩანს, საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა ამის [ნატოში გაწევრიანების] დიდად არ სჯერა“.

„ნატოს წევრობის რწმენას ვგულისხმობ. GLOBSEC-ის კონფერენციაზე [ბრატისლავა, 2023 წლის მაისი] საქართველოს პრემიერ-მინისტრი [ირაკლი ღარიბაშვილი] ამბობდა, რომ ნატო არის დამნაშავე უკრაინის ომში. თუმცა ეს თავდაცვითი ალიანსია. ნატოს არაფერი გაუკეთებია. უკრაინას არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, რომ მასზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება მოეხდინა. პრიგოჟინმაც კი თქვა, რომ ეს მცდარი ნარატივია, ის [ღარიბაშვილი] კი ისე მკაფიოდ ამბობდა ამას თავის გამოსვლაში, რომ იგრძნობოდა, რომ მათ ამის [ნატოს წევრობის] არ სჯერათ“, - დასძინა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

XS
SM
MD
LG