Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოლის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო.
თბილისის საქალაქო სასამართლო.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ლევან გადელიას, რომელსაც ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, 2 ივლისს თბილისში, ბრალდებულმა მეუღლეს სხვადასხვა საგნით, 33 ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

XS
SM
MD
LG