Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო უწყება დაგვიკავშირდა, თუმცა თავი შევიკავეთ - ჯაღმაიძე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლაზე


ანდრია ჯაღმაიძე
ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან საპატრიარქო თავს იკავებდა.

მისი თქმით, საპატრიარქო ამ საკითხის საჯაროდ გამოტანას არ აპირებდა:

„იმიტომ, რომ ვაპირებდით გავრკვეულიყავით რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი საქმე, ამ პროცესში ვიყავით, რადგანაც მოხდა ამისი გახმაურება, შემდეგ უკვე შეკითხვებს გავეცით პასუხი. ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამოუყენებიათ ადამიანის მოსაწამლად“.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს დაუკავშირდნენ საგამოძიებო უწყებიდან, თუმცა, მათ თავი შეიკავეს მათთან ურთიერთობისგან, რადგან „რაღაც ნიუანსები კიდევ გასარკვევია“:

„რასაც ვფიქრობთ, იმას ვლაპარაკობთ ამ თემასთან დაკავშირებით ხმამაღლა. მეტი ამის იქით, არაფერი არ არის საძიებელი. მდგომარეობა მისი ჯანმრთელობის არის ნორმალური, შრომისუნარიანი, მუშაობ, არ აქვს შეზღუდვა საზოგადოებასთან ურთიერთობაზე“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

5 ივლისს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ცნობა უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატრიაქრის მოსაყდრე შიო, სავარაუდოდ, ერთი კვირის წინ მოწამლეს. "მთავარი არხის" განცხადებით, ინფორმაცია მათ ერთ-ერთმა თეოლოგმა მიაწოდა.

ტელეკომპანია იუწყებოდა, რომ პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

პატრიარქის მოსაყდრის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც. ტელეკომპანიის თანახმად, „ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო მართლაც შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის იყო 1 კვირის წინ“

„რუსთავი 2-ის“ თანახმად მათ ხელთ არსებული „უტყუარი ინფორმაციით“ ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში აღმოჩნდა არაერთი საეჭვო ნივთიერება.

„ჩვენი ინფორმაციით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ“, - ნათაქვამია „რუსთავი 2“- ის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში.

6 ივლისს, საპატრიარქოს ტელევიზიისთვის „ერთსულოვნებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა პატრიარქის მოსაყდრის მიტროპოლიტ შიოს მოწამვლის შესაძლებლობა. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით მიტროპოლიტის ორგანიზმში „,მძიმე მეტალები აღმოაჩინეს“.

XS
SM
MD
LG