Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა კუნძული ზმეინი მოინახულა

ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე, 8 აგვისტო, 2023

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მე-500 დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კუნძული ზმეინი მოინახულა.

ვიდეო ზელენსკის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.

"ჩვენ ახლა ზმეინიზე ვართ. ჩვენს ზმეინიზე. რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი, ისევე, როგორც მთელს უკრაინას", - თქვა ზელენსკიმ.

„ყველას მადლობელი ვარ, ვინც აქ იბრძოდა დამპყრობლების წინააღმდეგ. პატივი მივაგეთ იმ გმირების ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გაწირეს ამ ბრძოლაში - ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, - დიდება ყველას, ვინც ჩვენს შავ ზღვაში უსაფრთხოებისთვის იბრძვის!“

კუნძულ ზმეინიზე უკრაინის პრეზიდენტს სამხედროებთან ერთად ახლდნენ უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი და პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 30 ივნისს გამოაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინიზე „დაასრულეს დასახული ამოცანების შესრულება“ და იქ მყოფმა გარნიზონმა კუნძული დატოვა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი ზალუჟნიმ კი იმავე დღეს თქვა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დატოვეს, რადგან ვერ გაუძლეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს.

კუნძული რუსულმა ხომალდებმა 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში დაიკავეს.

ფოტორეპორტაჟი უკრაინის ომით დაღდასმული ზმეინიდან

უკრაინის კუნძულ ზმეინის ხედი გასაბერი ნავიდან 18 დეკემბერს.

უკრაინელმა სამხედროებმა კუნძული დაათვალიერებინეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტ რომან პაჰულიჩს, AP-ის ფოტოგრაფს და CNN-ის გადამღებ ჯგუფს.
1/10 უკრაინის კუნძულ ზმეინის ხედი გასაბერი ნავიდან 18 დეკემბერს.

უკრაინელმა სამხედროებმა კუნძული დაათვალიერებინეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტ რომან პაჰულიჩს, AP-ის ფოტოგრაფს და CNN-ის გადამღებ ჯგუფს.
უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
უკრაინელი ჯარისკაცი კუნძულ ზმეინის აღმნიშვნელ აბრასთან. თეთრ ფონზე ხელითაა მიწერილი: "ჩვენი!"

კუნძული რუსულმა ხომალდებმა 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში დაიკავეს.
2/10 უკრაინელი ჯარისკაცი კუნძულ ზმეინის აღმნიშვნელ აბრასთან. თეთრ ფონზე ხელითაა მიწერილი: "ჩვენი!"

კუნძული რუსულმა ხომალდებმა 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში დაიკავეს.
უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
უკრაინელი ჯარისკაცები და უპატრონო კატები ათვალიერებენ რუსულ სამხედრო კვების პაკეტებს.

კუნძული უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის ფლოტის ერთ-ერთ ფლაგმანს, 24 თებერვალს დანებების მოთხოვნაზე მიუგეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“
3/10 უკრაინელი ჯარისკაცები და უპატრონო კატები ათვალიერებენ რუსულ სამხედრო კვების პაკეტებს.

კუნძული უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის ფლოტის ერთ-ერთ ფლაგმანს, 24 თებერვალს დანებების მოთხოვნაზე მიუგეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“
უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
განადგურებული რუსული სარაკეტო სისტემა კუნძულ ზმეინიზე.

კიევმა თავდაპირველად განაცხადა, რომ 13-ვე ჯარისკაცი, რომლებიც კუნძულს იცავდნენ, დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ტყვედ აიყვანეს. ნოემბრისთვის პატიმრების გაცვლის შედეგად ყველა გაათავისუფლეს.
4/10 განადგურებული რუსული სარაკეტო სისტემა კუნძულ ზმეინიზე.

კიევმა თავდაპირველად განაცხადა, რომ 13-ვე ჯარისკაცი, რომლებიც კუნძულს იცავდნენ, დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი ტყვედ აიყვანეს. ნოემბრისთვის პატიმრების გაცვლის შედეგად ყველა გაათავისუფლეს.
უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
ვერტმფრენის ნამსხვრევები კუნძულ ზმეინიზე.

Mi-8-ის ტიპის ვერტმფრენის მსგავსი ვერტმფრენი განადგურდა კუნძულზე ძლიერი აფეთქების დროს, როდესაც რუსული ჯარები თვითმფრინავის გარშემო იკრიბებოდნენ. აფეთქების ვიდეო მაისში გავრცელდა.
5/10 ვერტმფრენის ნამსხვრევები კუნძულ ზმეინიზე.

Mi-8-ის ტიპის ვერტმფრენის მსგავსი ვერტმფრენი განადგურდა კუნძულზე ძლიერი აფეთქების დროს, როდესაც რუსული ჯარები თვითმფრინავის გარშემო იკრიბებოდნენ. აფეთქების ვიდეო მაისში გავრცელდა.
უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
მიტოვებული რუსული TOR-ის ტიპის სარაკეტო სისტემა.

კუნძული რუსეთის ჯარმა ივნისში დატოვა, უკრაინის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების შემდეგ. კრემლი ამტკიცებდა, რომ ზმეინის დატოვება იყო "კეთილი ნების საქციელი", რათა უკრაინიდან  სურსათი, პროდუქტი გაეტანათ. დასავლელი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ HIMARS-ის ზუსტი სარაკეტო დარტყმების შედეგად კუნძულზე რუსეთის მუდმივ ყოფნა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
6/10 მიტოვებული რუსული TOR-ის ტიპის სარაკეტო სისტემა.

კუნძული რუსეთის ჯარმა ივნისში დატოვა, უკრაინის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების შემდეგ. კრემლი ამტკიცებდა, რომ ზმეინის დატოვება იყო "კეთილი ნების საქციელი", რათა უკრაინიდან  სურსათი, პროდუქტი გაეტანათ. დასავლელი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ HIMARS-ის ზუსტი სარაკეტო დარტყმების შედეგად კუნძულზე რუსეთის მუდმივ ყოფნა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.
უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
რუსეთის თავდაცვითი საგუშაგოს ნაშთი კუნძულის კლდოვან სანაპიროზე.

ზმეინი უკრაინის ხმელეთის სანაპიროდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საოკუპაციო  ძალები უკრაინის მხრიდან უწყვეტი ცეცხლის სამიზნე იყო.
7/10 რუსეთის თავდაცვითი საგუშაგოს ნაშთი კუნძულის კლდოვან სანაპიროზე.

ზმეინი უკრაინის ხმელეთის სანაპიროდან სულ რაღაც 35 კილომეტრშია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის საოკუპაციო  ძალები უკრაინის მხრიდან უწყვეტი ცეცხლის სამიზნე იყო.
უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
შენობები კუნძულ ზმეინიზე.

კუნძული ახლა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის მებრძოლების კონტროლქვეშაა, მასში ირიცხებიან რუსებიც, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს.
8/10 შენობები კუნძულ ზმეინიზე.

კუნძული ახლა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის მებრძოლების კონტროლქვეშაა, მასში ირიცხებიან რუსებიც, რომლებმაც უკრაინის მოქალაქეობა მიიღეს.
უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
უკრაინელი ჯარისკაცი კუნძულზე  დაზიანებულ, 180 წლის შუქურასთან.

2009 წლის ფოტოებზე ჩანს შენობა ამ შუქურის ირგვლივ. იგი განადგურდა კუნძულისთვის ბრძოლის დროს.

9/10 უკრაინელი ჯარისკაცი კუნძულზე  დაზიანებულ, 180 წლის შუქურასთან.

2009 წლის ფოტოებზე ჩანს შენობა ამ შუქურის ირგვლივ. იგი განადგურდა კუნძულისთვის ბრძოლის დროს.

უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
დანგრეული შენობა კუნძულ ზმეინიზე.

გარდა სამხედრო ბაზისა, ზმეინიზე იყო საზღვაო კვლევის ობიექტიც. ძნელი სათქმელია, როდის განახლდება სამოქალაქო ცხოვრება ბრძოლით დაღდასმულ კუნძულზე.
10/10 დანგრეული შენობა კუნძულ ზმეინიზე.

გარდა სამხედრო ბაზისა, ზმეინიზე იყო საზღვაო კვლევის ობიექტიც. ძნელი სათქმელია, როდის განახლდება სამოქალაქო ცხოვრება ბრძოლით დაღდასმულ კუნძულზე.
უკრაინელი სამხედროების მიერ მოწყობილი პრესტურის დროს გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თუ რა სიმძლავრის ცეცხლს უშენდნენ ზმეინის რუსეთის არმიის მიერ კუნძულის ოკუპაციის დროს.
მეტი აჩვენე ნაკლები აჩვენე
Previous slide
Next slide

ეს კუნძული უკრაინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა, როდესაც გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის ფლოტის ერთ-ერთ ფლაგმანს, 24 თებერვალს დანებების მოთხოვნაზე მიუგეს: „რუსეთის სამხედრო გემო, იდი ნა ხ...“

XS
SM
MD
LG