რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე მიიტანეს მორიგი შეტევა, რომლის ერთ-ერთი სამიზნე იყო დედაქალაქი კიევი და კიევის ოლქი. წუხანდელი თავდასხმის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული ოდესის, ნიკოლაევის, პოლტავის, კიროვოგრადის, ხარკოვის და ჩერკასის ოლქებშიც.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, მოწინააღმდეგის მიერ გამოყენებული 28 დამრტყმელი დრონიდან 26 გაანადგურეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობით, მხოლოდ ქვეყნის სამხრეთში 22 დრონი გაანადგურეს. სარდლობის ინფორმაციით, 2 უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა ოდესის პორტის ადმინისტრაციულ შენობას, მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ კი, ხანძარი გამოიწვია 2, მათ შორის ხორბლის ტერმინალში. მსხვერპლი არ არის.
კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია 10-ზე მეტი სახლი. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა.