Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი ევროპაში მოგზაურობას ნატოს ახალ წევრ ფინეთში ხანმოკლე სტუმრობით ასრულებს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვილნიუსში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ. 12 ივლისი, 2023 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვილნიუსში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ. 12 ივლისი, 2023 წელი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის ხუთდღიან მოგზაურობას ევროპის ქვეყნებში 13 ივლისს ნატოს ახალ წევრ ფინეთში ასრულებს. აშშ-ის პრეზიდენტს სურს აჩვენოს, რომ ნატოს ძალა და გავლენა იზრდება რუსეთთან დაპირისპირებაში.

ხანმოკლე სტუმრობა ფინეთის ზღვისპირა დედაქალაქში, ჰელსინკიში, არის ბაიდენის მოგზაურობის ბოლო ეტაპი, რომელიც გულმოდგინედ მომზადდა, რათა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ზრდა წარმოჩენილიყო. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნატო გაძლიერდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

წელს, გაზაფხულზე, ფინეთი ნატოს ახალი წევრი გახდა, რის შედეგადაც რუსეთთან ნატოს საზღვარი ორჯერ გაიზარდა. ნატო მოელის კიდევ ერთ ახალ წევრს, შვედეთს, რომელიც სულ მალე ოფიციალურად შეუერთდება ალიანსს. ბაიდენი ფინეთში ვილნიუსის ნატოს სამიტის შემდეგ ჩავიდა.

XS
SM
MD
LG