Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო


ონკოპაციენტი ბავშვი, საილუსტრაციო ფოტო
ონკოპაციენტი ბავშვი, საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება. უწყების პრესსამსახური აღნიშნავს, რომ აუცილებელია პაციენტი იყოს 18 წლამდე.

"პროგრამაში მონაწილეობისთვის მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი", - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აუცილებელი მოთხოვნებია:

  • შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს);
  • ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
  • არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).

პროგრამის პარტნიორი კლინიკები არიან თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.

"საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი", - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ცხელ ხაზზე - 1505. 300-მდე პაციენტის მკურნალობისთვის პროექტის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონი ლარია.

XS
SM
MD
LG