Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს


დრონით დაზიანებული შენობა. მოსკოვი. 24 ივლისი, 2023 წელი
დრონით დაზიანებული შენობა. მოსკოვი. 24 ივლისი, 2023 წელი

თეთრი სახლი ამბობს, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს. ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში 24 ივლისს, დილით ადრე, შენობები დაზიანდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა პრესკონფერენციაზე უკრაინის ორი უპილოტო თვითმფრინავის შესახებ შეკითხვის პასუხად თქვა, რომ "ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს".

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ინფორმაციით, 24 ივლისს, „დაახლოებით 04:00 საათისთვის დაფიქსირებულია უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე“. სობიანინის თანახმად, არავინ დაშავებულა და არც „სერიოზული ნგრევაა“.

რუსეთმა განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ საპასუხო ზომებს უკრაინის წინააღმდეგ ორი დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ. ერთ-ერთი დრონით დარტყმა მოხდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინის არეალში, რასაც მოსკოვმა უწოდა თავხედური ტერორისტული აქტი.

XS
SM
MD
LG