Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი უკრაინის მშობლიური ქალაქიდან მუზეუმში გადაიტანეს


ლეონიდ ბრეჟნევის ძეგლი კამენსკოეში, დნეპროპეტროვსკი
ლეონიდ ბრეჟნევის ძეგლი კამენსკოეში, დნეპროპეტროვსკი

საბჭოთა კავშირის ყოფილი ლიდერის, ლეონიდ ბრეჟნევის ბიუსტი ხუთშაბათს დაშალეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ კამენსკოეში.

ამ ქალაქში ბრეჟნევი 1906 წელს (საბჭოთა პერიოდში მას ეწოდა დნეპროდზერჟინსკი) დაიბადა. აღნიშნული ბიუსტი დამონტაჟდა 1976 წელს, მას შემდეგ, რაც ბრეჟნევს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის მეორე ოქროს ვარსკვლავი. სსრკ-ში ორგზის საბჭოთა კავშირის გმირებს სიცოცხლეშივე უდგამდნენ ძეგლებს თავიანთ სამშობლოში.

ძეგლი კამენსკოეს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა, მაგრამ უკრაინაში მიღებული კანონი დეკომუნიზაციის შესახებ მის დემონტაჟს ითვალისწინებდა. კამენსკოეს მერმა ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ ძეგლს გადაიტანენ ქალაქის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე გაშენებულ ხეივანში, ხოლო კამენსკოეს ცენტრში, იმ ადგილას, სადაც ბიუსტი იდგა, მოგვიანებით რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართება.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ ის რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია.

XS
SM
MD
LG