Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის სოფელ სტარომაიორსკოეზე დაამყარეს კონტროლი


უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის რაიონის დასავლეთით მდებარე სოფელ სტარომაიორსკოეს განთავისუფლების შესახებ განაცხადეს. სოფლისთვის, რომელშიც ომამდე 1000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ბოლო კვირების განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა.

ვიდეო, რომელშიც უკრაინელი სამხედროები სტარომაიორსკოეს კონტროლზე საუბრობენ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა.

სტარომაიორსკოეს დაკარგვა ხუთშაბათს დილით ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთმა მეთაურმა ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ აღიარა. სოფელზე კონტროლის დამყარების შესახებ უკრაინის გენერალურ შტაბს ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია.

აქტიური საომარი მოქმედებების პირობებში მხარეების განცხადებების დამოუკიდებლად გადამოწმება ძალიან რთულია.

XS
SM
MD
LG