Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგობრები იუწყებიან, რომ დაიღუპა უკრაინაში მებრძოლი არჩილ დევრისაშვილი


არჩილ დევრისაშვილი
არჩილ დევრისაშვილი

უკრაინაში მებრძოლი არჩილ დევრისაშვილის დაღუპვის შესახებ მეგობრები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ის ბახმუტში ბრძოლას ემსხვერპლა.

"უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. განხორციელდება შესაბამისი პროცედურები", - უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან ქართველი მოხალისეებიც. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 45-ზე მეტი ქართველი სამხედრო დაიღუპა.

XS
SM
MD
LG