Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა


თბილისის იუსტიციის სახლი
თბილისის იუსტიციის სახლი

თბილისის იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში განთავსებულია ასევე ეროვნული ბანკი და ეკონომიკის სამინისტროს ნაწილი. ევაკუაციის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებენ ეროვნულ ბანკში.

თბილისის იუსტიციის სახლი
თბილისის იუსტიციის სახლი

გავრცელებული ინფორმაციით, შესულია შეტყობინება შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის სავარაუდო არსებობაზე. შენობა თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1-ში მდებარეობს.

მოგვიანებით იუსტიციის სახლმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მზა დოკუმენტების მიღება 17:00 საათიდან არის შესაძლებელი ამავე შენობის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

თბილისის იუსტიციის სახლი
თბილისის იუსტიციის სახლი

ამ შინაარსის შეტყობინება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში არაერთხელ შესულა. რომელიმე მათგანში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

XS
SM
MD
LG