Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწყერი შოვში - განახლებადი

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

შსს-ს ცნობით, გრძელდება ძებნისთვის საჭირო სამუშაოები

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას

19:08 14.8.2023

შოვში, სტიქიის ზონაში, სამძებრო სამუშაოებისას 14 აგვისტოს მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - ამ დროისთვის ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად გარდაცვლილი 25 ადამიანი.

13:23 14.8.2023

"ვაიმეე , ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი?!" - წერის დავით ჯელიძე "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ სტატუსში, რომელშიც ირაკლი კობახიძეა მონიშნული

13:22 14.8.2023

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ, ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე", - წერს 3 აგვისტოს შოვში, ღვარცოფში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი ფეისბუკში

22:10 13.8.2023

არ იყო საჭიროება, რომ გაერისკათ პილოტებს, რადგან შეიძლება ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო, აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური რაჭაში, დამანგრეველი ღვარცოფის პირველ ღამეს სამაშველო ოპერაციის შეჩერების შესახებ.

ჩამოტვირთე მეტი

​
XS
SM
MD
LG