Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწყერი შოვში - განახლებადი

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, მაშველები კიდევ 2 ადამიანს ეძებენ.

შსს-ს ცნობით, გრძელდება ძებნისთვის საჭირო სამუშაოები

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას

18:54 8.8.2023

შოვში, სტიქიიდან ექვსი დღის შემდეგ და მაღალი ტემპერატურის ფონზე, ჩნდება კითხვები სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლო ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაჩენის შესახებ. მით უმეტეს, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, 3 აგვისტოს წამოსულმა მეწყერმა და ღვარცოფმა ქვეშ მოიყოლა საქონელიც.

19:52 8.8.2023
83 წლის მერი სულთანიშვილს, სოფელ გლოლიდან, სამი აგვისტოს მსგავსი სტიქია რაჭაში არ ახსენდება. არც თავისი წინაპრებისგან სმენია, შოვში მსგავსი რამ მომხდარიყოს. დღეს, ისიც, ამ სოფლის თითქმის ყველა მცხოვრების მსგავსად, ცუდი ამბების მოლოდინშია. სტიქიამ მისი მაზლიშვილი, შოვის სასადილოს მზარეული და ანსამბლ ბუბას წევრი გენო სულთანიშცილი შეიწირა.
გლოლაში ახლა დაღუპულებს გლოვობენ. საღამოს სოფელში თუ ჩაივლი, ალაგ-ალაგ შეკრებილი ადგილობრივები მხოლოდ შოვის სტიქიაზე ლაპარაკობენ და თუ გზად ერთმანეთს შეხვდებიან, პირველივე კითხვაა: რამე ხო არ არის ახალი? აქ ყველა დადასტურებული ცნობა აქაურების დაღუპვაზე საერთო უბედურებაა. შოვი კი ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც გლოლელების კურორტი იყო.
გლოლაში შოვში დაღუპულებს გლოვობენ
please wait

No media source currently available

0:00 0:02:40 0:00

21:11 8.8.2023

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიის გამო დაკარგულად მიიჩნეოდა, კონტაქტზე გამოვიდა.

21:13 8.8.2023

რადიო თავისუფლებამ რაჭის მთებისა და კურორტ შოვის სატელიტური ფოტოები მოიპოვა, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების წინა და შემდგომ პერიოდს ასახავს.

შოვის ტრაგედია – რა ჩანს სატელიტიდან?

კურორტ  შოვის ფოტო სატელიტიდან 3 აგვისტოს, თბილისის დროით 10:41-ზე, ტრაგედიამდე დაახლოებით 4.5 საათით ადრეა გადაღებული.
1/6 კურორტ  შოვის ფოტო სატელიტიდან 3 აგვისტოს, თბილისის დროით 10:41-ზე, ტრაგედიამდე დაახლოებით 4.5 საათით ადრეა გადაღებული.
რადიო თავისუფლებამ რაჭის მთებისა და კურორტ შოვის სატელიტური ფოტოები მოიპოვა, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების წინა და შემდგომ პერიოდს ასახავს.
ეს კი შოვია 6 აგვისტოს – კურორტი ფაქტობრივად განადგურებულია.
2/6 ეს კი შოვია 6 აგვისტოს – კურორტი ფაქტობრივად განადგურებულია.
რადიო თავისუფლებამ რაჭის მთებისა და კურორტ შოვის სატელიტური ფოტოები მოიპოვა, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების წინა და შემდგომ პერიოდს ასახავს.
მყინვარ ბუბასთან, სადაც გარემოს დაცვის სააგენტოს წინასწარი მონაცემებით კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, 29 ივლისის და 3 აგვისტოს დილის ფოტოებს შორის რაიმე ხილული ცვლილება არ ჩანს (3 აგვისტოს ფოტოს ნაწილობრივ ღრუბელი ფარავს).
3/6 მყინვარ ბუბასთან, სადაც გარემოს დაცვის სააგენტოს წინასწარი მონაცემებით კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, 29 ივლისის და 3 აგვისტოს დილის ფოტოებს შორის რაიმე ხილული ცვლილება არ ჩანს (3 აგვისტოს ფოტოს ნაწილობრივ ღრუბელი ფარავს).
რადიო თავისუფლებამ რაჭის მთებისა და კურორტ შოვის სატელიტური ფოტოები მოიპოვა, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების წინა და შემდგომ პერიოდს ასახავს.
29 ივლისსა და 6 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებს შორის კი ცვლილება აშკარაა. კლდე, რომელიც თოვლითა და ყინულით იყო დაფარული, მოშიშვლებულია.
4/6 29 ივლისსა და 6 აგვისტოს გადაღებულ ფოტოებს შორის კი ცვლილება აშკარაა. კლდე, რომელიც თოვლითა და ყინულით იყო დაფარული, მოშიშვლებულია.
რადიო თავისუფლებამ რაჭის მთებისა და კურორტ შოვის სატელიტური ფოტოები მოიპოვა, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების წინა და შემდგომ პერიოდს ასახავს.
გაფართოებულია მდინარე ბუბისწყლის კალაპოტი.
5/6 გაფართოებულია მდინარე ბუბისწყლის კალაპოტი.
რადიო თავისუფლებამ რაჭის მთებისა და კურორტ შოვის სატელიტური ფოტოები მოიპოვა, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების წინა და შემდგომ პერიოდს ასახავს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნით, სტიქიის ჩასახვისა და გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადმა, სავარაუდოდ, 8-10 წუთში მიაღწია. ამ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ ეტაპზე შეუძლებელია.
6/6 გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნით, სტიქიის ჩასახვისა და გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადმა, სავარაუდოდ, 8-10 წუთში მიაღწია. ამ ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ ეტაპზე შეუძლებელია.
რადიო თავისუფლებამ რაჭის მთებისა და კურორტ შოვის სატელიტური ფოტოები მოიპოვა, რომელიც 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი სტიქიური უბედურების წინა და შემდგომ პერიოდს ასახავს.
Previous slide
Next slide

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG