Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებმა დაადგინეს უკრაინაში მოკლული 30 000-მდე რუსი სამხედროს სახელები


მკვლევართა თქმით, დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა სულ მცირე ორჯერ მეტი იყოს
მკვლევართა თქმით, დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა სულ მცირე ორჯერ მეტი იყოს

BBC-ის და Mediazona-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში მოკლული 29,217 რუსი სამხედროს სახელები. მათ შორის სულ მცირე 870 მოკლულია მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო.

მკვლევართა თქმით, დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა სულ მცირე ორჯერ მეტი იყოს.

ჟურნალისტებმა გამოიყენეს ღია წყაროები, მესიჯები, ოფიციალური პირების განცხადებები, მედიაში გავრცელებული ცნობები და ოჯახების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

სახელები მოიცავს რუსეთის არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის ორ გენერალს და 10 პოლკოვნიკს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG