Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში, სტიქიის ზონაში, გრძელდება სამძებრო სამუშაოები


სამძებრო სამუშაოები შოვში. რაჭა. 6 აგვისტო, 2023 წელი
სამძებრო სამუშაოები შოვში. რაჭა. 6 აგვისტო, 2023 წელი

7 აგვისტოს დილის მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი. ეს მონაცემები არ შეცვლილა გუშინ, 6 აგვისტოს საღამოს შემდეგ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.

დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა, სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ. არსებული ინფორმაციით, მაშველები ეძებენ კიდევ 17 ადამიანს, რომელთა შორის არიან ბავშვები.

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.

შოვის ტრაგედიის გამო 7 აგვისტო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლოვის დღედ გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG