საუდის არაბეთში გამართული კონფერენცია, რომელზეც უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელეს, იყო წარმატებული შეხვედრა, რადგან მან წარმოაჩინა საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილი, იმუშაოს ომის დასრულებაზე - განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა 7 აგვისტოს.
"გერმანია გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას, მათ შორის ამ პროცესში", - თქვა პრესმდივანმა პრესკონფერენციაზე.
5-6 აგვისტოს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართული, უკრაინაში ომის გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს სახელმწიფოთა, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრაში 40-მდე სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო, მათ საერთო დოკუმენტი არ შეუმუშავებიათ - შეხვედრის მთავარ მიზნად მიიჩნეოდა არა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, არამედ მოსაზრებების გაცვლა.