Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში სტიქიის გამო დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა


შოვი. სტიქიის ზონა. 5 აგვისტო
შოვი. სტიქიის ზონა. 5 აგვისტო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა შოვში სტიქიის არეალში მიმდინარე სამუშაოებზე. მისი განცხადებით, მაშველებმა კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

„დილით ორი გითხარით და კიდევ დაემატა ორი ცხედარი, სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება, მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები“, - თქვა ქარსელაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ტექნიკა სტიქიის ზონაში ათ ადგილზე მუშაობს. „საკმაოდ დიდი მასივია, სადაც მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები. 103 ერთეული მძიმე ტექნიკა მონაწილეობს. მაშველების მითითებითა და ზედამხედველობით მიმდინარეობს სამუშაოები“, - დაამატა ქარსელაძემ.

რაჭაში, შოვში ამ დროისთვის 24 ცხედარია ნაპოვნი.

ბოლო მონაცემებით, ეძებენ კიდევ 9 ადამიანს.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. 7 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

XS
SM
MD
LG