Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტიქიის ზონაში სამძებრო ღონისძიებების არეალი გაფართოვდა - თავდაცვის სამინისტრო


მაშველი სტიქიის ზონაში. შოვი, რაჭა. 5 აგვისტო, 2023 წელი
მაშველი სტიქიის ზონაში. შოვი, რაჭა. 5 აგვისტო, 2023 წელი

რაჭაში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა, აცხადებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

„ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს. სტიქიის ადგილზე კი, ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, განვითარდა. ბოლო ოფიციალური ცნობებით, სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 9 დაკარგულს ეძებენ.

XS
SM
MD
LG